ანტონიო გუტიერეში - უკრაინის ომმა გლობალური სასურსათო კრიზისი გააღვივა

19 მაისი 2022, 10:03 322 ნახვა

უკრაინაში მიმდინარე ომმა ხელი შეუწყო გლობალური სასურსათო კრიზისის გაღვივებას, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს, თუ ომი არ შეჩერდება - ესე ფიქრობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იორკში გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შესახებ გაერო-ს შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, რომ ომის შედეგად გამოწვეული მარცვლეულისა და სასუქის დეფიციტის, ტემპერატურის დათბობისა და პანდემიით გამოწვეული მიწოდების პრობლემების გამო, „ათობით მილიონ ადამიანს სასურსათო დაუცველობა ემუქრება“. მისი თქმით, ის, რაც შეიძლება არსებულ სიტუაციას მოჰყვეს, ”არასრულფასოვანი კვება და მასობრივი შიმშილია და კრიზისი, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს”.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სურსათის ექსპორტის ნორმალურ დონეზე აღდგენის მიზნით ის ინტენსიურ კონტაქტში იმყოფება რუსეთთან და უკრაინასთან, ასევე აშშ-სა და ევროკავშირთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში