რუსეთი 85 ევროპელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

19 მაისი 2022, 10:53 473 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 85 ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. კერძოდ, რუსეთიდან აძევებენ 24 იტალიელ, 27 ესპანელ და 34 ფრანგ დიპლომატს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისი ქვეყნების მიერ რუსი დიპლომატების გამოძევების საპასუხო ზომას წარმოადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში