რუსი ოკუპანტების მიერ ლუგანსკის ოლქში, სევეროდონეცკის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სევეროდონეცკი დილიდანვე დაიბომბა. ზოგან ძლიერი დაბომბვის გამო მაშველებმა ორი საათის განმავლობაში ვერ მიდიოდნენ ხანძრის ადგილზე. დაზიანდა მინიმუმ 8 სახლი, ზოგიერთს ცეცხლი გაუჩნდა - ცალკე ბინები და მთლიანი სადარბაზოები. 18 მაისს ქალაქში ოთხი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა“ - განაცხადა სერგეი გაიდაიმ.
მისივე განცხადებით, ასევე ცნობილი გახდა ადრე დაღუპული 3 ადამიანის შესახებ, ისინი არიან ბელოგოროვკასა და პოპასნაიას მცხოვრებლები.
გაიდაის თქმით, 18 მაისს რუსებმა გამოიყენეს საჰაერო ხომალდები ლოსკუტოვკას, ეკატერინოვკასა და ორეხოვოს დასახლებებში სამოქალაქო ობიექტების განადგურების მიზნით.