ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სამთვიანი პაუზის შემდეგ, კიევში საელჩო დააბრუნა.
"ოფიციალურად ვანახლებთ მუშაობას კიევში აშშ-ის საელჩოში. უკრაინელმა ხალხმა, უსაფრთხოების სფეროში ჩვენი დახმარებით, დაიცვა თავისი სამშობლო რუსეთის შეჭრის ფონზე და, შედეგად, საელჩოს თავზე აშშ-ის დროშა ფრიალებს. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდაჭერას", - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა
გავრცელებული ინფორმაციით, კიევში, თავდაპირველად, დიპლომატების მცირე რაოდენობა დაბრუნდება.