 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დღეს გაიმართება, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს ვებგვერდზე განახლებულ ინფორმაციაში.
„იენს სტოლტენბერგი 18 მაისს მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს“, – აღნიშნულია ნატო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, შეხვედრის შესახებ ფოტო-ვიდეომასალა ნატო-ს ვებგვერდზე გავრცელდება.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმებული იყო.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            