ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრა გაუქმდა

18 მაისი 2022, 14:14 1177 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრა გაუქმდა.

შეხვედრის გაუქმების სავარაუდო მიზეზად იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება, თუმცა ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

ნატო-ს გენერალურ მდივანს გასულ კვირას დაუდასტურდა კორონავირუსი, ის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე იმყოფებოდა და მონაწილეობა ვერ მიიღო ბერლინში დაგეგმილ არაფორმალურ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. თუმცა დღეს პირადად ჩაიბარა შვედეთისა და ფინეთის ელჩებისგან განაცხადი ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი