სახელმწიფო დუმა ე.წ. „ნაცისტი დამნაშავეების“ გაცვლის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავს

18 მაისი 2022, 13:14 1035 ნახვა

რუსეთის სახელმწიფო დუმა დღეს ე.წ. ნაცისტი დამნაშავეების გაცვლის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავს - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შესაბამისი დადგენილებების შემუშავება დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა გუშინდელ სხდომაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტებს დაავალა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა კრიტერიუმებით განისაზღვრება „ნაცისტი დამნაშავე“.

რუსეთის დუმის სპიკერმა განაცხადა, რომ ნაცისტი დამნაშავეები გაცვლას არ უნდა დაექვემდებარონ და სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი