დათა შომახიას ნამუშევრების გამოფენა

17 მაისი 2022, 20:34 923 ნახვა

მე-3 საჯარო სკოლაში 12 წლის  დათა შომახია გაიხსენეს. გამოიფინა მისი ნახატები და თანატოლებმა ხსოვნისადმი  მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. "დათას ფერადი სამყარო" ასე ჰქვია წიგნს რომელიც  ღონისძიების ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ გააცნეს ფართო საზოგადოებას. წიგნში თავმოყრილია დათას ნახატები და თანატოლების  ჩანახატები მის შესახებ. დათა შომახია ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევას ემსხვერპლა. მასთან ერთად დაიღუპა დედაც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი