ოფიცილური შეხვედრების პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები თბილისის ტექნოლოგიურ პარკს ესტუმრნენ. სენატორებს მასპინძლობა საქართველოს პრემიერმინისტრმა გაუწია. სტუმრებმა ტექნოპარკის ტერიტორიაზე განლაგებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები და საგამოფენო ოთახები დაათვალიერეს. ინოვაციური იდეებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათი პროექტების პრეზენტაციას გაეცნენ.