თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა თურქეთის ჩრდილოეთით ზღვაზე გაშენებული რიზე-ართვინის აეროპორტი გახსნეს.
ახალი აეროპორტი მსოფლიოში ზღვაზე აშენებული ხუთი აეროპორტიდან ერთ-ერთია. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ ზღვაზე გაშენებული მსოფლიოს ხუთი აეროპორტიდან ორი თურქეთშია.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ რიზე-ართვინის აეროპორტი, რომელიც აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რთულ გეოგრაფიულ პირობებში აშენდა, ტრანსპორტირებას საქართველოსაც გაუადვილებს.