15 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. "ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვმოქმედებთ, ჩვენ ვცხოვრობთ აივ-თან ერთად " - ეს წლევანდელი დევიზია.
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნასთან დაკავშირებით, თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში აქცია გაიმართა.
საქართველოში ეს დღე უკვე 26 წელია აღინიშნება. ამ დროისთვის, ცენტრში რეგისტრირებულია 9 349 აივ-ინფიცირებული. მათი უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკისაა.
ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში, შიდსით 1 989 ადამიანი გარდაიცვალა.