კიქ-ბოქსინგის აკადემია

13 მაისი 2022, 20:38 1387 ნახვა

აჭარის კიკბოქსინგის აკადემიის მოსწავლეებმა, რომლებმაც სპორტის ამ სახეობაში ბათუმში საერთაშორისო ტურნირიდან საჩემპიონო ქამრები ჩამოიტანეს, ძალები კრივშიც მოსინჯეს. აკადემიის აღზრდილმა ლუკა ედიშერაშვილმა, რომელიც კიკბოქსინგში საჩემპიონო ქამრის მფლობელია, მონაწილეობა მიიღო მოსწავლე მოკრივეთა შორის  გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მალე ლუკას საქართველოს ჩემპიონატი ელოდება კიკბოქსინგში. აკადემიაში კიდევ ერთი სიახლეა. ბათუმელი მებრძოლები გრეპლინგსა და შერეული ორთაბრძოლებშიც ემზადებიან, რომლებსაც სპორტის ოსტატი, უცხოელი სპეციალისტი კონსტანტინ კენდო ავარჯიშებს, რომელიც ბათუმში აკადემიის ხელმძღვანელის ვაჟა თურმანიძის მოწვევით ჩამოვიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი