ახალი წლიდან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდა. კომპანია, საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას მოახდენს, აღნიშნული გადასახადისგან გათავისუფლდება. გარდა ამისა, 1-ელი იანვრიდან ძალაში კიდევ რამდენიმე საგადასახადო ცვლილება შევიდა. გაიზარდა აქციზის გადასახადი თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე, ასევე - მოსაკრებლის ოდენობა სათამაშო ბიზნესზე.