გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსული ჯარების მხრიდან ძალადობის ბრალდებებზე გამოძიებას ითვალისწინებს. ინფორმაციას სკაი ნიუსი-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინული მხარე ამტკიცებს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, ასობით ეჭვმიტანილი სამხედრო დამნაშავე გამოავლინეს. ასევე გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ბოლო მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინა 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ამასთან, ჯამში 8 მილიონზე მეტი მოქალაქე, თითქმის ყოველი მეხუთე, ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულია.