დინამო ბათუმი - თბილისის საბურთალო

12 მაისი 2022, 19:40 833 ნახვა

დღეს ეროვნული ლიგის მე-13 ტურში „საბურთალო“ მასპინძლის სტატუსით საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ შეხვდა.  ვინაიდან, 2023 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს რეკონსტრუქცია უტარდება, „საბურთალო“ საშინაო თამაშებს სწორედ რუსთავში ჩაატარებს. ამან გარკვეულწილად გავლენა ორივე გუნდის სათამაშო ხარისხზე იქონია და შეხვედრა საბოლოოდ ფრედ, 0:0 დასრულდა. დღევანდელ მატჩში გია გეგუჩაძემ სათადარიგოთა სკამზე დატოვა ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი, თუმცა მწვრთნელმა ორივე მათგანი მოედანზე 53-ე წუთზე შემოიყვანა. მათმა შემოსვლამ „დინამო ბათუმის“ შეტევებს გარკვეული ეფექტი დაატყო, თუმცა სტუმრებმა გოლის გატანა მაინც ვერ შეძლეს. რამდენიმე რეალური ეპიზოდი საბურთალოელებსაც ჰქონდათ, თუმცა შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. 13 ტურის შემდეგ „დინამო ბათუმს“ 28 ქულა აქვს და კვლავ პირველ ადგილს იკავებს, „საბურთალომ“ კი 22 ქულა დააგროვა და დროებით მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი