მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ანდრია პირველწოდებული საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, რადგან მოციქული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი და გამავრცელებელია. 12 მაისი მისი საქართველოში შემოსვლის დღეა.
თარიღი უქმე დღედ არის გამოცხადებული. დღეს ხულოში დღესასწაული დიდაჭარობაც აღინიშნება. სწორედ ამ სოფლიდან შემოვიდა მოციქული საქართველოში და იქადაგა ქრისტიანობა.
ამავე სოფელში აიგო პირველი ტაძარი და მოინათლა მოსახლეობა. ყოველწლიურად ანდრიაობა დიდაჭარაში ლიტერატურული და ფოლკლორული ღონისძიებებით აღინიშნებოდა, წელს წირვა ჩატარდა ტაძარში.