გერმანულმა კომპანია Siemens-მა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო რუსეთის ბაზარს ტოვებს. მათივე განმარტებით, კომპანიამ დაიწყო ყველა სამრეწველო საქმიანობის შეზღუდვის პროცესი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ომის დაწყების შემდეგ მან შეაჩერა ყველა ახალი ბიზნეს და საერთაშორისო მიწოდება რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსში.
„ყოვლისმომცველი საერთაშორისო სანქციები, ისევე როგორც მიმდინარე და პოტენციური კონტრზომები, გავლენას ახდენს კომპანიის ბიზნეს საქმიანობაზე რუსეთში, განსაკუთრებით რკინიგზის მომსახურებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე“, - განმარტავენ კომპანიაში.