აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა

11 მაისი 2022, 10:12 858 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. Reuters-ის ცნობით, კანონპროექტს მხარი პალატის 368-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 57-ი წავიდა.

დოკუმენტი ასევე გულისხმობს ფინანსურ დახმარებაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების 11 მილიარდამდე გაზრდას. ასეთი გადაწყვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციას უფლებამოსილებას აძლევს, ამერიკის შეერთებული შტატების მარაგიდან უკრაინას იარაღი და სამხედრო ტექნიკა გაუგზავნოს.

წარმომადგენელთა პალატის შემდეგ დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს სენატმა,  შემდეგ კი ის ხელმოსაწერად შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეგზავნება.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, სენატი სწრაფად იმოქმედებს.

კანონპროექტში 23,4 მილიარდი დოლარი გამოყოფილია სამხედრო საჭიროებებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი