გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაშია

10 მაისი 2022, 13:54 941 ნახვა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გერმანიის მთავრობის პირველი წარმომადგენელია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩავიდა. ბერბოკის  ვიზიტის შესახებ მედიაში წინასწარ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ბერბოკი უკრაინაში მატარებლით ჩავიდა და რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ  განადგურებული ქალაქი ბუჩა მოინახულა. „მკაფიოდ იგრძნობა, რომ მსხვერპლი შესაძლოა, ჩვენ ვყოფილიყავით.

ბუჩა როგორც კიევის გარეუბანი, ისევეა როგორც პოტსდამი ბერლინისთვის. სათამაშო მოედნებით, სუპერმარკეტებით, სამსახურში მიმავალი ხალხით და შემდეგ ხედავ ამ დანაშაულების საშინელ კვალს. მსხვერპლის წინაშე ვალდებულება გვაქვს, რომ არა მხოლოდ გვახსოვდეს ისინი, არამედ დამნაშავეებს პასუხი ვაგებინოთ. ამას საერთაშორისო საზოგადოება გავაკეთებთ“, – განაცხადა ბერბოკმა

მოგვიანებით ანალენა ბერბოკი უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას შეხვდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი