აზოვის პოლკი სამხედროების გადაყვანას ითხოვს

09 მაისი 2022, 14:14 926 ნახვა

უკრაინაში ყველაზე რთული ვითარება, ომის დაწყებიდან 74 დღეს ისევ მარიუპოლშია. "აზოვსტალში" არსებული მძიმე ვითარების შესახებ საუბრობს და მას "კატასტროფულს" უწოდებს "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე. იქ მყოფები ითხოვენ ქარხნის ტერიტორიიდან ცხედრების გატანას.

აზოვის პოლკის განცხადებას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა. უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა,  რომ სამხედრო გზით მარიუპოლის განბლოკვა შეუძლებელია, რადგან უკრაინას არ აქვს შესაბამისი მძიმე იარაღი. მან განაცხადა, რომ რუსეთის არმიას არ სურს, უკრაინელი სამხედროების  გათავისუფლება. 

ვოლოდიმირ ზელენკის თქმით,  რუსეთი ცვლის სამხედროებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ტყვეები არიან.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი