ბათუმის ''დინამომ'' გორის ''დილა'' დიდი ანგარიშით დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა

08 მაისი 2022, 22:55 2213 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბათუმის ''დინამომ'' საკუთარ მოედანზე უახლოესი კონკურენტი გორის ''დილა''  მიიღო და დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხა. 

ბათუმში სტადიონზე ტრადიციულად საფეხბურთი გარემო იყო და გუნდის შთამბეჭდავი თამაში გადაჭდილმა ტრიბუნებმაც გაალამაზა.

30-ე წუთზე ანგარიში ზურიკო დავითაშვილის გადაცემის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა და ბათუმელებმა პირველი ტაიმი მოიგეს.

მეორე ნახევარში გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი უფრო გააქტიურდა. 

81-ე წუთზე დაუცველ კარში ჯოვინომ ჯაბა ჯიღაურს გაატანინა.
3 წუთში კი შავიზღვისპირელების ლამაზი კომბინაცია გაფრინდაშვილმა გოლით დაასრულა და 3-0 დააფიქსირა.

12 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მოქმედი ჩემპიონი ბათუმის ''დინამო'' 27 ქულას აგროვებს და უახლოეს მდევართან სხვაობას 5 ქულამდე ზრდის.

ცხრილში შემდეგ პოზიციებზე 22-22 ქულით თბილისის ''დინამო'' და გორის ''დილა'' იმყოფება.

ეროვნული ლიგის მომდევნო ტურში ბათუმელები 12 მაისს  რუსთავში ''საბურთალოს'' ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი