უკრაინაში ომის შედეგად, 3 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 231 ბავშვი - გაერო

06 მაისი 2022, 13:32 1259 ნახვა

გაერო-მ გამოაქვეყნა მოხსენება,  რომლის თანახმადაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 3 280 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 231 ბავშვი და 3 451 დაშავდა.

„სამოქალაქო პირების დაღუპვისა და დაშავების მიზეზი უმეტესწილად გამოწვეული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით, მათ შორის მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების დაბომბვით, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით“, – ნათქვამია მოხსენებაში.

გაერო-ს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, რადგან ინტენსიური ბრძოლების გამო ცნობების მიღება გვიანდება

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი