პუტინმა ისრაელს ბოდიში მოუხადა 

06 მაისი 2022, 10:34 806 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარში ბოდიში მოიხადა სერგეი ლავროვის სიტყვებისთვის ებრაელების ანტისემიტიზმზე.

„პრემიერ-მინისტრმა მიიღო პრეზიდენტ პუტინის ბოდიში ლავროვის სიტყვებისთვის და მადლობა გადაუხადა მას განმარტებისთვის პრეზიდენტის დამოკიდებულებაზე ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი,“ ნათქვამია მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებულ ცნობაში.

კრემლის საიტზე რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ბოდიშის შესახებ  ინფორმაცია არ არის განთავსებული. იქ ნათქვამია, რომ პუტინმა ბენტს მიულოცა ისრაელის დამოუკიდებლობის დღე და ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე.   ასევე  9 მაისის დღესასწაულის შესახებ.

1 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტი ადოლფ ჰიტლერს შეადარა. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ჰიტლერს, რომლის ხელმძღვანელობითაც 6 მილიონი ებრაელი გაანადგურეს, „ებრაული სისხლი“ ჰქონდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში