თბილისში ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში აფხაზეთის ღია პირველობა დაიწყო.
ტურნირის პირველი დღე გოგონათა შორის კადეტთა ასაკში ხმლით მოფარიკავეებს დაეთმოთ, სადაც ბათუმელმა მილარადა სმერდოვამ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.