ბათუმელი ტანმოვარჯიშეების წარმატება

06 მაისი 2022, 10:11 641 ნახვა

ქუთაისში დასრულდა რესპუბლიკური პირველობა სპორტულ ტანვარჯიშში. ,,ჩვენ მომავალი ოლიმპიელები" ასეთი იყო ტურნირის დასახელება.

შეჯიბრებაში თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 100 - მდე წარმომადგენელი ასპარეზობდა, სადაც ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის გამარჯვებული პატარების პირველ თანრიგში, ვაჟთა შორის, დემეტრე დიასამიძე გახდა. ამავე თანრიგში, დავით დიასამიძე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მესამე საპრიზო ადგილები კი გოგონათა შორის, დიდების მეორე თანრიგში ესენია კრომსკაიამ, ხოლო პატარების მესამე თანრიგში ნატალი ხოზრევანიძემ დაისაკუთრეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი