რაგბიში დიდი 10-ის რეგულარული სეზონი დასრულდა. ბოლო ტურში დიდი 10-ის მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის „აია“ რეგულარული სეზონის ლიდერ ბათუმთან განადგურდა - 0:59. ბათუმელებმა 18 მატჩიდან 17 მოიგეს და მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს ყოჩებთან. პლეი ოფში ჩემპიონობისთვის ბრძოლას 6 გუნდი აგრძელებს: ბათუმი, ყოჩები, ხარები, ლელო, აკადემია და აია. დიდი 10-ის პლეი ოფების მატჩების ჩატარების თარიღებიც ცნობილია - 14 მაისს ხარები აიას მიიღებს, 15 მაისს ლელო აკადემიას დაუპირისპირდება. ბათუმი და ყოჩები ფინალის პირდაპირი საგზურისთვის 21 მაისს ბათუმში ითამაშებენ.