ოცნების ქალაქის კრიტერიუმებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის მუშაობა დასკვნით ეტაპზეა

05 მაისი 2022, 17:52 1186 ნახვა

დღეს ,,ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ოჯახებზე საცხოვრებელი ფართების გადაცემისათვის საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. კომისიამ მოახდინა ოჯახები, მათი მდგომარეობის შესწავლა და დღევანდელ სხდომაზე მოსაზრებები წარადგინა. კრიტერიუმები უზრუნველყოფს უსახლკარო მოწყვლადი ოჯახებისათვის თანაბარ ხელმისაწვდომობას სათანადო საცხოვრებლის უფლებაზე და მათ ეტაპობრივ დაკმაყოფილებას ობიექტურობის და სამართლიანობის პრინციპის დაცვით. „სხდომაზე განვიხილეთ და ვიმსჯელეთ იმ მთავარ კრიტერიუმებზე, რომლითაც უნდა მოხდეს ბინების გადაცემა და რომლის მიხედვითაც დაცული იქნება ამ ოჯახის ინტერესები, უფლებები და რიგითობა. „ოცნების ქალაქში“ ბინების მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაობი მიმდინარეობს, პროექტის დასრულების შემდეგ დაიწყება მშენებლობა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დასკვნით ეტაპზეა კრიტერიუმები მუშაობა, რომელიც უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება და ოჯახები ამ დასახლებაში ეტაპობრივად მიიღებენ ბინებს“, - აღნიშნა...... ე.წ. „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა გამოცხადებული კოვიდ პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად მიმდინარეობდა, მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პირველ ეტაპზე 3 საცხოვრებელი კორპუსის შენდება (582 ბინა). სამუშაო პროცესში სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ჩართულები იყვნენ გაეროს ბავშთა ფონდი, საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოება და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი