ლორია და ქვილითაია სეზონის საუკეთესოებში დაასახელეს

05 მაისი 2022, 13:01 663 ნახვა

ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა კვიპროსის საუკეთესო მოთამაშეთა სიაში, რომელთაგან მალე წლის ფეხბურთელს, ამპლუის მიხედვით საუკეთესოს და სეზონის სიმბოლურ ნაკრებს შეადგენენ. მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელების სია კვიპროსის ფეხბურთელთა ასოციაციამ წარმოადგინა.

დასახელებული მოთამაშეები კვიპროსის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა შეარჩია, გამოკითხვაში კი კვიპროსის პირველი დივიზიონის 12 გუნდის მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას – ოღონდ იმ პირობით, რომ საკუთარი გუნდიდან ვერავის დაასახელებენ და საუკეთესოებს მეტოქეთა შორის ირჩევენ. მოთამაშეები 12 მაისს დაჯილდოვდებიან და ნომინანტებსა და გამარჯვებულებს დაასახელებენ.

პირველი ქართველი, რომელიც ამ სიაში მოხვდა, ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორიაა, ხოლო თავდამსხმელის ნომინაციაში „აპოელის“ მოთამაშე გიორგი ქვილითაია დაასახელეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი