რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იაპონიის მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ საპასუხო ზომები გატარდა და სანქციები დაწესდა. აღნიშნულ პირებს უვადოდ აეკრძალათ რუსეთში შესვლა.
შეზღუდვები დაწესდა 63 იაპონელი მაღალჩინოსნის, ჟურნალისტისა და პროფესორის წინააღმდეგ.
უწყების ცნობით, აღნიშნული პირები ჩართული არიან რუსეთის წინააღმდეგ „მიუღებელ რიტორიკაში“.
რუსეთის „შავ სიაში“ შედიან იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში, თავდაცვის მინისტრი ნობუო კიში და სხვა მაღალჩინოსნები.