რუსები მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაში შეიჭრნენ - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ქარხნის ტერიტორიაზე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინელ სამხედროებთან კავშირი გაწყვეტილია.
ქარხანაში რჩებიან ,,აზოვსტალის'' პოლკის წევრები და მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ჯერ ვერ მოხერხდა.
რუსმა ოკუპანტებმა "აზოვსტალზე" შტურმი გუშინ დაიწყეს. მანამდე კი ტერიტორია დაბომბეს.
უკრაინელი დეპუტატის კირა რუდიკის განცხადებით, 156-მა ადამიანმა ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან გამოაღწია, მაგრამ 30 ბავშვი „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში რჩება.