უკრაინაში აღჭურვილობის მიწოდება არ შეფერხდება - ჯო ბაიდენი

04 მაისი 2022, 10:22 903 ნახვა

თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისტორიამ გვაჩვენა, ისინი მოდიან, მოდიან. მათი მადა ძალაუფლების მიმართ კვლავ იზრდება, - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორებთან ერთად ცდილობს, დარწმუნდეს, რომ უკრაინელებს, რომლებიც საკუთარი მომავლისთვის იბრძვიან, აქვთ იარაღი, შესაძლებლობები და აღჭურვილობა, რათა დაიცვან თავი პუტინის საზარელი ომისგან.

სწორედ თქვენ ხდით შესაძლებელს, რომ უკრაინელმა ხალხმა დაიცვას თავი, მესამე მსოფლიო ომის დაწყების რისკის თავიდან აცილებით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა 

მისივე თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეფერხდება.

"ჩვენ დავრწმუნდით, რომ უკრაინაში აღჭურვილობის მიწოდება არ შეფერხდება. მას შემდეგ, რაც რუსეთი ორ თვეზე მეტი ხნის წინ უკრაინაში შეიჭრა, მარტო ჩვენ 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების უსაფრთხოების დახმარება გავუგზავნეთ უკრაინას. ეს არ ითვალისწინებს ჩვენი მოკავშირეების მიერ გაწეულ დახმარებას. ეს ფული პირდაპირი ინვესტიციაა თავად თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად“, -  განაცხადა ბაიდენმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი