ორი ''დინამოს'' დერბი ფრედ დასრულდა

03 მაისი 2022, 21:15 1193 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი თბილისის ''დინამოს'' და ბათუმის ''დინამოს'' შორის ფრედ 0:0 დასრულდა.

მატჩი დედაქალაქში ''დინამო არენაზე'' გაიმართა და ბოლო წლეებში უპრეცენდენტო რაოდენობის 20 000 მდე გულშემატკივარი დაესწრო.
 

აფიშიდან გამომდინარე ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, იყო საგოლე ეპიზოდებიც, თუმცა გოლის გატანა  გუნდებმა ვერ მოახერხეს.
11 ტურის შემდეგ ბათუმის ''დინამო'' ეროვნული ლიგის ცხრილში 23 ქულით ისევ პირველ ადგილზე არის.

თბილისელები კი 19 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ.

შემდეგ შეხვედრას გია გეგუჩაძის ბათუმის ''დინამო'' 8 მაისს საკუთარ მოედანზე უახლოეს მდევარ გორის ''დილასთან'' გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი