სომხეთში ოპოზიციის პროტესტი გრძელდება. სომხეთის მთავრობის მეთაურის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციის მონაწილეები ისევ ბლოკავენ ქუჩებს.
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ პროტესტის ტალღა დასახული მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება.
სომხური მედიის თანახმად, მშვიდობიან საპროტესტო აქციებს პოლიცია შლის და მონაწილეებს აკავებს. 2 მაისს საპროტესტო აქციაზე 250-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს.