უკრაინაში ომს უკვე 219 ბავშვი ემსხვერპლა - უკრაინის პროკურატურა

03 მაისი 2022, 10:12 1071 ნახვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში 219 ბავშვი დაიღუპა, 406 დაიჭრა, 626-ზე მეტი კი დაშავდა. მონაცემებს უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, კიევისა და ხარკოვის ოლქებში დაშავდა.

უწყების ცნობით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, ვინაიდან აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობა გართულებულია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი