დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ცენტრალური დაპირისპირება თბილისში "დინამო არენაზე" გაიმართება.
თბილისის "დინამო" მოქმედ ჩემპიონ ბათუმის ‘’დინამოს’’ მიიღებს.
პირველ წრეში ამ გუნდებს შორის ბათუმში ჩატარებული მატჩი გია გეგუჩაძის შეგირდებმა 3:0 მოიგეს.
დღეს კი კახა ცხადაძის გუნდს რევანშის სურვილი ექნება.
10 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ბათუმელებს 23 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან.
დედაქალქელები კი 18 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ.
შეხვედრა დღეს, 3 მაისს 19:00 საათზე ‘’დინამო არენაზე’’ დაიწყება.