ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მადრიდის მასტერსი გამარჯვებით დაიწყო.
ბასილაშვილი პირველ წრეში 34 წლის იტალიელ ფაბიო ფონინის დაუპირისპირდა და ორ სეტში ანგარიშით 7:5, 6:4 დაამარცხა. მატჩი საათსა და 21 წუთს გაგრძელდა.
მე-2 წრეში ბასილაშვილის მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი 18 წლის ესპანელი კარლოს ალკარასი იქნება.
ნიკას და კარლოსის შეხვედრა 4 მაისს არის ჩანიშნული.