ერდოღანი ზელენსკი-პუტინის შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს

02 მაისი 2022, 15:01 921 ნახვა

უკრაინის აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის მოგვარების  ადგილად რეჯეპ თაიპ ერდოღანი თურქეთს მიიჩნევს.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის თქმით, უკრაინა-რუსეთის ურთიერთობების ბედი შესაძლოა ანკარაში ან სტამბოლში  გადაწყდეს. 

თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გასულ კვირას კიევში  უკრაინის პრეზიდენტთან და ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს - ამბობს ერდოღანი და ამ კვირაში რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებების გამართვას ვარაუდობს.

თურქეთი ყველა ღონეს მიმართავს რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის - აცხადებს ერდოღანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში