პუტინს ონკოლოგიის გამო ქირურგიული ჩარევა ელოდება - The Sun

02 მაისი 2022, 10:10 982 ნახვა

უახლოეს დღეებში ონკოლოგიური დაავადების  გამო რუსეთის პრეზიდენტს ოპერაციას გაუკეთებენ.  ამ პერიოდისთვის ქვეყნის მმართველობა შესაძლოა  უშიშროების საბჭოს მდივნის  ხელში გადავიდეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sun-ი  კრემლში საკუთარ  წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

“რუსეთში უმაღლესი ძალაუფლება დროებით შესაძლოა 70 წლის მკაცრი პოლიტიკის გამტარებელს  ნიკოლაი პატრუშევს გადაეცეს, რომელიც არის ომის მთავარი სტრატეგი და ადამიანი, რომელმაც დაარწმუნა პუტინი, რომ კიევი სავსეა ნეო-ნაცისტებით“-წერს ბრიტანული გამოცემა და  აღნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინი მუცლის ღრუს ონკოლოგიას ებრძვის და მას პარკინსონის დაავადებაც აქვს.

დასავლეთის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის  ბოლოდროინდელი ქცევები მეტყველებს იმაზე, რომ მას აქვს ტვინის აშლილობა, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს  დემენციით, პარკინსონის დაავადებით ან ძალიან აგრესიული ქცევით  ანაბოლური სტეროიდების გამო, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში