უკრაინის პორტებში მილიონობით ტონა მარცვლეულია ბლოკირებული - გაერო

02 მაისი 2022, 10:10 938 ნახვა

უკრაინის ნავსადგურებში ბლოკირებულია თითქმის ოთხ ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა გაერომ. რუსეთის შეიარაღებული შეჭრის ფონზე საზღვაო გზების ჩაკეტვის გამო პროდუქციის ექსპორტი უკრაინიდან შეუძლებელი გახდა. ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელმა განაცხადა.

ომამდე უკრაინა იყო ხორბლის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი და სიმინდის მწარმოებელი მსოფლიოში.

გაეროს ცნობით, ბევრი ქვეყანაა დამოკიდებული უკრაინული ხორბლის მიწოდებაზე. "შიმშილი არ უნდა იყოს იარაღი", - თქვა ფრიკმა. მან მოწოდება გამოთქვა, აღდგეს უკრაინული სურსათის მიწოდება სხვა ქვეყნებში, რათა შემსუბუქდეს გლობალური სასურსათო კრიზისი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი