ქართული კრივის მორიგი აღიარება 

02 მაისი 2022, 10:05 806 ნახვა

საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური  ევროპის კრივის ფედერაციამ დააჯილდოვა. ორი დღის წინ იტალიის ქალაქ ასისიში გაიმართა ევროპის კრივის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები.

გარდა არჩევნებისა, კონგრესსზე გაიმართა დაჯილდოვება, ჯილდო გადასცეს საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ევროპის კრივის ფედერაციის დირექტორთა საბჭოს წევრს დავით წიკლაურს. იგი დააჯილდოვეს საქართველოში და ევროპაში კრივის განვითარებისათვის და წარმატებისათვის, ნათქვამია საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში. ევროპის კრივის ფედერაციის ახალი პრეზიდენტად კი ბერძენი იოანის ფილიპატოსი აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ სოფიაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კრივში საქართველოს ნაკრებმა ექვსი მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ დემურ ქაჯაია და გორ აივაზიანი, თათია ბუკია ვერცხლის მედალს დაეუფლა, თამარ სამელიამ, გოჩა გორდულავამ და საბა კვინიკაძემ ბრინჯაოს მედლები ირგუნეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი