1 მაისს მშრომელთა საერთშორისო სოლიდარობის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანებამ აქცია-პერფორმანსი მოაწყო.
ღონისძიების მონაწილეებმა კოსტუმირებული მსვლელობა მოაწყვეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
ამ ფორმით მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას და დამსაქმებლებს, რომ მნიშვნელოვანია დასაქმებულთა შრომითი პირობები და შრომის ღირსეული ანაზღაურება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე