უკრაინამ პორტები ჩაკეტა

01 მაისი 2022, 10:17 1225 ნახვა

უკრაინის  ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბერდიანსკის, მარიუპოლის, სკადოვსკასა და ხერსონის საზღვაო ნავსადგურების დაკეტვის შესახებ იუწყება. 

მსგავსი შეზღუდვები რუსი ოკუპანტებისგან ამ ტერიტორიების  დეოკუპაციამდე იმოქმედებს.  ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს  მიერ გამოქვეყნებულ ბრძანებაში. გადაწყვეტილება იმის გამო  მიიღეს, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია  გემებისა და მგზავრების მომსახურება, ასევე  სატვირთო, სატრანსპორტო და სხვა მასთან დაკავშირებული  საქმიანობის განხორციელება.

ამას გარდა,  რუსეთის შეჭრის გამო უკრაინა   ნაოსნობის უსაფრთხოებისა და  გარემოს დაცვისათვის  საჭირო მოთხოვნებს ვერ უზრუნველყოფს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში