საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაადასტურა ელისეის სასახლის მზაობა გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი. ამის შესახებ მან პირადად პრეზიდენტ ზელენსკის განუცხადა. ინფორმაციას უკრაინაში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. გუშინ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
მაკრონმა პირობა დადო, რომ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში აქტიურად იმუშავებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე.