ჰოლივუდის მსახიობი იუნისეფის კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. მან ქალაქ ლვოვის სამედიცინო დაწესებულებაში კრამატორსკის დაბომბვის შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა.
ანჯელინა ჯოლი ასევე მივიდა სკოლა-ინტერნატში, ესაუბრა აღსაზრდელებს და მათთან ერთად ფოტოები გადაიღო.
კინოვარსკვლავი გაესაუბრა მოხალისეებს, რომლებიც სამედიცინო-ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ ადამიანებს ლვოვის მთავარ რკინიგზის სადგურზე. მათ მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის, ესაუბრა ადამიანებს, რომლებმაც შეძლეს აქტიური საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიებიდან თავის დაღწევა, მოისმინა ევაკუირებულთა ისტორიები.