აქცია აჭარის საზ-მაუწყებელთან

29 აპრილი 2022, 19:44 1125 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული  გაერთიანება ითხოვს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ სამსახურში დააბრუნოს  გადაცემა „უცხო სუნელი“-ს ავტორი და წამყვანი - ალექსანდრე თხილაიშვილი, რომელიც გუშინ გაათავისუფლეს. ასევე მოითხოვეს  სხვა, გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა და მათთვის ღირსეული შრომითი გარემოს შექმნა. მათი განცხადებით, ორგანიზაცია პერსონალურ განწყობებზე დაყრდნობით იმართება,რაც თანამშრომელთა დემოტივაციას და მეორე მხრივ მაყურებლის ინტერესების დაზიანებას იწვევს. მაუწყებლის მენეჯმენტში კი განმარტეს, რომ ალეკო თხილაიშვილის გათავისუფლების მიზეზი, ტელევიზიის შენობაშ მომხდარი ინციდენტი იყო, რა დროსაც ის სამუშაო ოთახში შეუვარდა ქალ თანამშრომელს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგრესიულად და უცენზუროდ მოიხსენია, რა დროსაც სამართალდამცველების გამოძახება გახდა საჭირო.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი