რუსული სანქციების გამო ბორჯომი შეჩერდა

29 აპრილი 2022, 19:42 1292 ნახვა

ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით კომპანია წარმოებას აჩერებს. 2013 წლიდან „IDS ბორჯომის“ საკონტროლო – 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი“ ფლობს. „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია. როგორ შეიძლება შეინარჩუნოს ქვეყანამ ეროვნული წარმოების სასმელი ? - ამაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ბორჯომის წარმოების შეჩერების მიზეზი საბანკო ანგარიშების შეზღუდვაა კოპანიის განმარტებით. „უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი