რუსეთის მიერ კიევში გუშინ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს „რადიო თავისუფლების“ უკრაინული ბიუროს თანამშრომელი, ჟურნალისტი ვერა გირიჩი ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას გარდაცვლილის კოლეგებზე დაყდნობით ავრცელებს.
„უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ თანამშრომლის გარდაცვალებას ადასტურებს თავად „რადიო თავისუფლება“.
ვერა გირიჩი „რადიო თავისუფლების“ უკრაინულ ბიუროში 2018 წლის პირველი თებერვლიდან პროდიუსერად მუშაობდა, მანამდე ის წამყვან უკრაინულ ტელეკომპანიებში მუშაობდა.
რუსეთის სარაკეტო დარტყმები კიევზე 28 აპრილის საღამოს განხორციელდა. ვიტალი კლიჩკოს მონაცემებით, ჰოსპიტალიზებულია ოთხი დაშავებული.