დღეს ბათუმის “დინამო'' ბოლნისის ''სიონს'' დაუპირისპირდება

29 აპრილი 2022, 12:09 1040 ნახვა

დღეს სტარტს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მეორე წრე აიღებს.

მე-10 ტურის შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი ბათუმის ‘’დინამო’’ გასვლაზე ბოლნისში "სიონს" ესტუმრება.

9 შეხვედრის შემდეგ ბათუმელები 22 ქულით გათამაშების ლიდერები არიან, ქვემოქართლელებს კი 9 ქულა აქვთ და მეცხრე ადგილზე არიან.

შეხვედრა ‘’სიონსა’’ და ‘’დინამოს’’ შორის დღეს 16:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი