უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით საქართველო პირველ ადგილზეა 

29 აპრილი 2022, 11:28 773 ნახვა

უკრაინის ფოსტის “Ukrposhta”- ის ინფორმაციით, მიღებული ძირითადი ჰუმანიტარული ტვირთის რაოდენობის მიხედვით, „საქართველოს ფოსტა“ 520 ტონაზე მეტი ტვირთით კვლავ პირველ ადგილზეა.

„საქართველოს ფოსტის“ ცნობით, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც არის, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას უფასოდ გაგზავნონ საფოსტო გზავნილები უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში