გამარჯვებით დაიწყო მიუნხენის ღია პირველობა ჩოგბურთში საქართველოს პირველმა ჩოგანმა და ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
მსოფლიო რეიტინგში მეოცე პოზიციაზე მყოფი ბასილაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მერვედფინალში კი ბელარუს ილია ივაშკას დაუპირისპირდა და სამ სეტში 3:6, 6:2, 6:4 დაამარცხა. მატჩი საათსა და 54 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილი დღეს, მესამე წრეში, რეიტინგის 38-ე ნომერს სერბ მიომირ კეცმანოვიჩს დაუპირისპირდება, რომელმაც გერმანელი დანიელ ალტმაირი 6:2, 6:4 დაამარცხა.
ბასილაშვილი კეცმანოვიჩს არასოდეს შეხვედრია.